საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო „ლოქდაუნი“. სახელმწიფო ამაზე წამოვიდა. ახლა ზოგიერთები ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშლის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ანულირებას ეხმიანება.
"ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია, ავიცრათ და დავიცვათ რეკომენდაციები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე,თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, უკვე პიკში ვართ. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში მოხდება დაკვირვება, თუ საით მიდის ეპიდემია, შემთხვევები იმატებს თუ - არა.
შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება - სოციალურ ქსელში ამ სახის კითხვებზე პასუხი ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით გასცა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყნის მასშტაბით გეგმური ოპერაციების შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის დამატებითი ბენეფიტი.