ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და შეიქმნა სიტუაცია, სადაც არც მთავრობა და არც ოპოზიცია არ ფიქრობს ნაბიჯის გადადგმას. რა თქმა უნდა, ასეთ დროს დემოკრატია საფრთხის წინაშეა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკუსვლაა არამხოლოდ დემოკრატიის, არამედ სხვა მიმართულებითაც.
„შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ქმნის თუ არა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საფრთხეს? რა თქმა უნდა, ეს აშკარაა. ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მათი მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების უგულებელყოფა დემოკრატიის საწინააღმდეგო მოქმედებაა, თუმცა უკუსვლაა სხვა მიმართულებებისთაც. მაგალითაც ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და შეიქმნა სიტუაცია, სადაც არც მთავრობა და არც ოპოზიცია არ ფიქრობს ნაბიჯის გადადგმას. რა თქმა უნდა, ასეთ დროს დემოკრატია საფრთხის წინაშეა. ვეთანხმები ეუთოსა და აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ არჩევნების დროს ორივე მხარემ გაუშვა შესაძლებლობა და არ გაითვალსიწინეს ქართველი ამომრჩევლის სურვილები. პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან პოლარიზებულია. არჩევნებამდე ხშირი იყო მედიის წარმომადგენლებისა და პოლტიკური პირების დაპირისპირების შემთხვევები. არ ვგულისხმობ თქვენს მედიას, ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვაქვს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწვრიანებას. ქართველების 80% მხარს უჭერს ნატო-ში ინტეგრაციას და ამ აზრს იზიარებს ნატო-ს წევრების უმეტესობაც. რატომ უყვართ საქართველო ასე ვაშინგტონსა და ბრიუსელში? საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც სხვებს არ ჰგავდა. თქვენ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოახერხეთ კორუფციისა და არეულობისგან თავის დაღწევა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა მიდიოდა. ჩვენ ამაში ძალიან ბევრი ენერგია და ფინანსური დახმარება ჩავდეთ. ბოლო დროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება შეინიშნება. ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა დაღლილები არიან. ისინი არ ჩაერევიან ქვეყნის შიდა დაპირისპირებებში, რომლებიც ძალიან შემაწუხებელია. ქართველმა პოლიტიკოსებმა- ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მუდმივი დაპირისპირების ნაცვლად ერთობლივად უნდა იმოქმედონ“, - განაცხადა ბრაიზამ.