Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 834 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 227 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 607 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 727 184.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 008, ქვემო ქართლი - 308, შიდა ქართლი - 435, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 443, კახეთი - 384, მცხეთა-მთიანეთი - 168, სამცხე-ჯავახეთი - 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 765 საიდანაც: 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 626, აჭარაში - 564, იმერეთში - 1 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 677 პირი, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 127, იმერეთში - 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 37, იმერეთში - 31. 1 156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 763 - თბილისში, 235 - აჭარაში. 44 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 100 ადამიანი.