
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინდელი მიტინგის ორგანიზატორები არიან რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები.

პრემიერი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგეს და არც გადადგება - ნუ წარმოვაჩენთ ისე, რომ თითქოს საქართველოა გამონაკლისი, სადაც ძალადობები ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან.

ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ გუშინდელ აქციაზე მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 592 PCR ტესტით.

არ უნდა გადადგეს პრემიერ - მინისტრი - ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი ძალადობის, არის სრული სიცრუე, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც მორიგი განცხადება გაკეთდა “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შს სამინისტრომ გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვებასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME -ი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტვ-1-ის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.