global distribution
გარე ავეჯი
რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა და ომში მხარდაჭერა სთხოვა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The New York Times შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
ასევე, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირისგან დაწესებული სანქციების გამო, რუსეთმა ჩინეთს ეკონომიკური დახმარებაც სთხოვა.
 
აშშ-ის ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, კონკრეტულად რომელ სამხედრო აღჭურვილობას ითხოვს რუსეთი ჩინეთისგან. მათ ასევე არ უსაუბრიათ რუსეთის მოთხოვნაზე ჩინეთის პოზიციასთან დაკავშირებით.
1129