უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Microsoft-ს Oracle-ს და SAP-ს მიმართავს, შეწყვიტონ პროგრამული მხარდაჭერა რუსეთში. ამის შესახებ ზელენსკი twitter-ზე წერს.
"დღეს არ შეიძლება იყოს "ნახევარ" გადაწყვეტილებები ან "ნახევარტონი"! ახლა მხოლოდ შავი და თეთრი, კარგი ან ბოროტი არსებობს! შენ ან მშვიდობის მომხრე ხარ ან სისხლიან რუს აგრესორს უჭერ მხარს, რომ უკრაინელი ბავშვები და ქალები დახოცონ Microsoft, Oracle და SAP შეწყვიტეთ პროგრამული მხარდაჭერა რუსეთში, შეაჩერეთ ომი!"