უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა თავის სპეცრაზმს უკრაინაში ბავშვების გატაცება დაავალა.
დილით, მან, ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და კიევის ოლქში, ივანკოვში იმყოფება.
"კადიროვი უკრაინაში სარდაფში ზის", - დაწერა გერაშენკომ თავის Telegram-არხში. მან ჩეჩნეთის ლიდერს მოუწოდა, გამოჩნდეს და "სარდაფებში ვირთხასავით არ დაიმალოს".