ქალაქ ირპენში საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს,
ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტს ადასტურებს კიევის პოლიციის უფროსიც და აცხადებს, რომ ოკუპანტებმა 51 წლის კორესპონდენტი ჩაცხრილეს.
ვიდეო-რეპორტიორი წლების წინ „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ მუშაობდა. კიდევ ერთი ჟურნალისტი კი დაჭრილია და მისი გამოყვანა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ცოტა ხნის წინ მოხერხდა. ასევე გავრცელდა ვიდეომასალა, რომ დაშავებული რეპორტიორი უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეტალურ ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კლინიკა სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს.