
პოლონეთი მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი MiG-29 ტიპის ყველა მოიერიშე თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს, რათა მიაწოდონ უკრაინას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამავდროულად, პოლონეთი სთხოვს შეერთებულ შტატებს, მიაწოდოს გამოყენებული თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზადაა, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, პოლონეთის მთავრობა მოუწოდებს ნატოს სხვა მოკავშირეებს, MIG-29 თვითმფრინავების მფლობელებს, იმოქმედონ იმავე მიმართულებთ.