global distribution
გარე ავეჯი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინის ხელში ჩაგდების მცდელობა ვერასდროს გახდება წარმატებული.
 
მისივე თქმით, რუსეთმა შესაძლოა, საშინელ ფასად კვლავ გააგრძელოს წინსვლა, თუმცა ცხადია, რომ უკრაინა ვერასდროს იქნება პუტინის გამარჯვება.
 
„როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, რომ ფასის მიუხედავად, გააგრძელოს მკვლელობების გზა.
მან უკვე ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია. რუსეთი, შესაძლოა, საშინელ ფასად კვლავ გააგრძელებს თავის წინსვლას, თუმცა ერთი რამ ცხადია: უკრაინა ვერასდროს იქნება პუტინის გამარჯვება. პუტინს შეუძლია აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს ამ ქვეყნის შენარჩუნებას. თუ პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე დღეს არ ვუპასუხებთ, მომავალში ამერიკელი ხალხისა და თავისუფლების საფასური გაცილებით დიდი იქნება.
 
მათ თავისი სიმამაცით, პატრიოტიზმითა და თავისუფლად ცხოვრების დაუმორჩილებლობის მტკიცე ნებისყოფით მთელი მსოფლიო შთააგონეს. პუტინის ომმა ქალების, ბავშვების და დანარჩენი უკრაინელების უზარმაზარი ტანჯვა და სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
 
 
906