global distribution
გარე ავეჯი
უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თემთა პალატის წინაშე გამოსვლას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ისეთი მიმართვა, როგორიც იყო ზელენსკის მიმართვა.
 
ჯონსონის თქმით, ისინი გამოიყენებენ ყველა მეთოდს, რომ ,,პუტინის შეჭრა წარუმატებელი იყოს"
 
,,პარლამენტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ისეთი მიმართვა, როგორც მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რაც შეგვიძლია, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, რომ პუტინის შეჭრა წარუმატებელი იყოს და უკრაინა კვლავ თავისუფალი იყოს", - წერს ჯონსონი.
 
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს საღამოს დიდი ბრითანეთის  თემთა პალატას სითყვით მიმართა .
804