დღეს, საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირალი ღარიბაშვილი ესტუმრა.
"ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.
ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!" – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.