
უკრაინას მეზობელი სახელმწიფოები 70 თვითმფრინავს გადასცემენ - ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ადრიანად, კიევის რეგიონში, ქალაქებში - ვასილკოვში, ბილა - ცერკვასა და კალინოვკაში სარაკეტო დარტყმებმა ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებელი და ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი მარტიდან PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცა გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა.


Twitter-ი რუსეთის სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებულ ბმულებს ჩახსნის. მიზეზად უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებები დასახელდა.




ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობამ უკრაინის ომში წამსვლელი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის მიზნით რეისი გააუქმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.