ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ.
რაც შეეხება საქართველოს, მეცოლა ამბობს, რომ ევროკომისიის დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ნაბიჯი, რაც საქართველოს სტატუსის მისაღებად გზას გაუხსნის.
"მე ბევრ ქართველს ვესაუბრე ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში. საბჭოს დასკვნაში ნათქვამია ყველაფერი, რაც უხსნის ევროპულ გზას საქართველოს. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობდა, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და ეს ასახული იქნება ევროპული საბჭოს დღევანდელ დასკვნაშიც. ახლა განსაკუთრებული მომენტია, რადგან ჩვენს კონტინენტზე ომია და ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსს როგორც მინიმუმ, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ", -განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურას მხარი დაუჭირა .