აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატ კანდიდატებს, რომელთაც გამარჯვება უკვე მოიპოვეს, სატელეფონო ზარით, პირადად ულოცავს.
„მე და მეთაურმა გუშინ ღამით გულმოდგინედ ვიმუშავეთ და ზოგიერთ ჩვენს გამარჯვებულს დავურეკეთ. მოუთმენლად ველი ერთად მუშაობას“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში და მისალოცი სატელეფონო ზარების ამსახველ კადრებს „ტვიტერში“ ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, სენატში დემოკრატებს 48, რესპუბლიკელებს კი 49 ადგილი აქვთ უკვე მოპოვებული. წარმომადგენელთა პალატაში კი დემოკრატებს ჯერ 187, რესპუბლიკელებს კი – 203 მანდატი აქვთ.
უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 ადგილია საჭირო. ახლა შედეგებს ელოდებიან ნევადიდან, ვისკონსინიდან და ჯორჯიის შტატებდან, სადაც ამ უკანასკნელში დიდი ალბათობით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.