
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს ხუთ კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი, 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ომის დაწყებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში დასავლეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, რათა ბირთვული ომის უფსკრულის თავიდან აცილება მოხდეს.

ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს მიმართავს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით.

"საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა აღარავინ მესაუბრება", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი არხის ეთერში საუბრობს.

ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ მისთვის რაღაცები აგვეხსნა. მათ შორის ინფორმაციის დეფიციტის გამო შეიძლება უჭირდა რაღაცების გაანალიზება, სწორად შეფასება, – ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, "იმედის" ეთერში.

დეპოლარიზაციის მიზნით, მე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე, უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა, გასამდა და დამთავრდა, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მას ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდით“ მკურნალობენ.

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა. სერჯიო მატარელას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, პარლამენტის დათხოვის გადაწყვეტილება გარდაუვალია.

შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა იმ კომენტარების შეფასებისას განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და შემდეგ მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით გააჟღერა.