დედოფალი ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ტახტს პრინცი ჩარლზი დაიკავებს.
96 წლის ასაკში გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. ბუკინგემის სასახლეზე დროშები დაუშვეს.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის საელჩომ მოსკოვსა და აფხაზეთის ხელისუფლებას შორის, 2014 წლის ნოემბერში დადებული ხელშეკრულება გამოაქვეყნა.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2019 წლიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით 37.67%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.92% შეადგინა.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რადგან ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
საბერძნეთი NATO-სა და გაეროს თურქეთის პრეზიდენტის "პროვოკაციული განცხადებების" გამო ოფიციალური წერილით მიმართავს და ანკარის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.
იტალიაში, მილანთან ახლოს მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძარია.
უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ, თქვენ ჯერ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით, – ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მიმართვაში განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და მომავალი ზამთარი გამოცდა იქნება უკრაინის მხარდამჭერებისთვისაც.