ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას – ბორელი
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.
ბორელის თქმით, ქვეყანამ აიღო გარკვეული პასუხისმგებლობები, რომლებიც უნდა შეასრულოს, მათ შორის გაგრძელოს რეფორმების განხორციელება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მიხედვით, ასევე, შეასუსტოს პოლარიზაცია.
ძალიან ბევრი წელია, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, პირობითად თუ დავარქმევთ, ხატიასებრთა ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხატია დეკანოიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
გასული ერთი კვირის (28.08-02.09) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა 15-კაციანი სია შეადგინა, მათ შორის, 12 ქართველია.
სამხრეთ კორეას ტაიფუნი "ჰინამნორი" უახლოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.