
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის მონაწილეებს წერილი გაუგზავნა გაუგზავნა.

უკრაინელი ლტოლვილებისთვის ოჯახზე გამოიყოფა 300-ლარიანი დახმარება, ასევე თვეში ერთ სულზე 45 ლარი, ლტოლვილთა გაერო-ს ფონდი იღებს ვალდებულებას და 230 ლარს უყოფენ, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია ბინის ქირაობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 ათას ლარს გადასცემს.

2026 წლამდე ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის „ჰაიმარსის“ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას კონგრესმენი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნება დაიწყო. გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველად შედეგები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

NATO-ს ძალები (KFOR) კოსოვოში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის საფრთხის შემთხვევაში მზად არიან კონფლიქტში ჩაერიონ.